როგორ ვირჩინოთ თავი საქართველოში?

„ჩვენს ქვეყანაში მოდელობა არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება “პროფესია” ვუწოდოთ, თავის გატანა შეუძლებელია“
„რამდენი სამსახური სჭირდება ადამიანს საქართველოში, ნორმალური შემოსავალი რომ ჰქონდეს? – ამ შეკითხვით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს მივმართეთ…
„ახლა უკვე დაახლოებით, იგივე ფასი ჯდება საქართველოში კადრის აყვანა, რაც საზღვარგარეთ“
ნინი გრძელიშვილი:
_ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოდელობა არაა ის საქმე, რომელსაც შეიძლება, პროფესია~ ვუწოდოთ: შემოსავლის თვალსაზრისით, ეს ისეთი სფერო არ არის, რომ ამით იცხოვრო. რა თქმა უნდა, გამონაკლის შემთხვევებზე არ მაქვს საუბარი, როცა საერთაშორისო, ცნობილი ბრენდების სახე ხარ და კარიერას საზღვარგარეთ აგრძელებ. ასე იშვიათად უმართლებთ. ამ რეალობის საფუძველზე, ვფიქრობ, რომ სამოდელო სფეროში მუშაობით თავის გატანა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გამოცდილებით ასეა. ასევე, სამოდელო სფეროს თავისიჩარჩოები~, თუნდაც _ ასაკობრივი, აქვს… თავად დაახლოებით, 22 წლამდე უშუალოდ სამოდელო სივრცეში ვიყავი, შემდეგ უკვე საორგანიზაციო საკითხების მიმართულებით გადავინაცვლე. ეს ძალიან სუბიექტური გადაწყვეტილებაა. ჩემს შემთხვევაში, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ გადაღებების, ჩვენებებში მონაწილეობის მხრივ, თავი ამოვწურე. თან, ჩემთვის მოდელობა ყოველთვის ჰობი იყო. ამიტომ იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, სადაც ახლა ვარ. უშუალოდ ჩემს კარიერას რაც შეეხება, ბაკალავრის ხარისხი ბოლიტიკის მეცნიერებებში მაქვს, მაგისტრის კი _ საჯარო მმართველობაში. ამჟამად, კერძო სექტორში ვარ დასაქმებული: მეოთხე წელია, 2 საერთაშორისო ფირმაში (გერმალული და შვეიცარიული), ადამიანური რესურსების და ოპერაციების მიმართულებით ვმუშაობ. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის ძალიან კომფორტულია საერთაშორისო კლიენტებთან, საერთაშორისო ფირმებში მუშაობა და არა _ ქართულთან. არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ როგორც დასაქმებულისთვის, ჩემთვის საერთაშორისო კომპანიებში მუშაობა უფრო პრიორიტეტულია, რადგან ბევრად დალაგებული სისტემაა, ბევრად ორგანიზებული… საერთოდ, კორპორატიული კულტურა სხვა დონეზეა, მით უმეტეს _ გერმანიასა და შვეიცარიაზე ვსაუბრობთ (იღიმის)… ანაზღაურებას რაც შეეხება, დღესდღეობით, ბაზარზე არც თუ ისე კარგი სიტუაცია გვაქვს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ _ ევროპაშიც, ეკონომიკური კრიზისია. უკრაინის ომიდან მოყოლებული, ფინანსურად კარგი სიტუაცია არ არის, მით უმეტეს _ საქართველოში: მოგეხსენებათ, შვეიცარიის ფასებით ვცხოვრობთ (იცინის), თუმცა ხელფასები იგივე გვაქვს. ამიტომ ადრე თუ მიმზიდველი იყო სამუშაო პერსონალის საქართველოში დაქირავება, ახლა უკვე ფაქტობრივად, დაახლოებით, იგივე ფასი ჯდება საქართველოში კადრის აყვანა, რაც _ საზღვარგარეთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან გაძვირდა. მეგობრები მყავს ესპანეთში, იტალიაში, გერმანიაში… როცა საქართველოს სტუმრობენ, აქ არსებული მაღალი ფასების გამო, გაკვირვებულები, შოკირებულები არიან ხოლმე, რადგან მაგალითად, მადრიდში, მარკეტში რომ შეხვალ, შეგიძლია, 50 ევროდ მთელი კვირის სამყოფი საკვები პროდუქტები შეიძინო, საქართველოში კი 50 ევროს ექვივალენტით _ 150 ლარით მხოლოდ ელემენტარულ პროდუქტს თუ იყიდი _ ჩვენთანPპროდუქტები ევროპულ ფასებზე ბევრად ძვირია. აქედან გამომდინარე, ცოტათი მიჭირს იმ ზღვარის დასახელება, თუ რა არის ის ელემენტარული შემოსავალი, რაც უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ნორმალურად იცხოვროს… ცხადია, დამატებითი შემოსავალი არავის აწყენს. უბრალოდ, მერე ბალანსი ძალიან ირღვევა და უკვე საკითხი დგება, კიდევ ერთი სამსახურის დამატება გიღირს თუ არა. პირადად მე, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მიღირს. სამსახურის დამატებაზე ფიზიკურად ვერ ვიფიქრებ, რადგან შვიდად ვერ გავიხლიჩები. დასვენების დღეები მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს. იმ დროსაც სამოდელო სააგენტოში ვატარებ. როცა 5 დღე სრული დატვირთვით მუშაობ ადამიანი, განტვირთვისთვის 2 ან მინიმუმ, 1 დღე მაინც უნდა გქონდეს. სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გადაიწვები~… ისედაც ვფიქრობ, აკმარისზე მეტია, რასაც ამ ეტაპზე ვაკეთებ, თუმცა ისევ და ისევ, სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საკითხიც ინდივიდუალურია. საერთოდ, ძალიან რთულია, 1 სამსახურით უზრუნველყო თავი. მით უმეტეს, ვისაც ოჯახი, შვილები ჰყავთ, მათთვის კიდევ უფრო მეტად რთულია… ვცდილობ ხოლმე, შაბათ დღეს არაფერი დავგეგმო, თუ რამე საგანგებო სიტუაცა არაა და მაქსიმალურად დავისვენო, განვიტვირთო… მოგეხსენებათ, თეატრი ძალიან მიყვარს და ვცდილობ, ვესტუმრო… ამ ეტაპზე, ორივე ფირმაში დისტანციურად ვმუშაობ. მთელი დღის განმავლობაში, კომპიუტერთან ჯდომა საკმაოდ სტრესულია. საკუთარ თავს რამით ხელი თუ არ შევუწყვე, ცოტათი თუ არგავნიავდი~, ძალიან რთულია. ამიტომ საღამოს საათებში ძირითადად, თავს არ ვიტვირთავ. სამოდელო სააგენტოში მუშაობაც ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა _ ბავშვებთან მაქვს გაკვეთილები. რა თქმა უნდა, დამღლელია _ ესეც საქმეა. უბრალოდ, ეს ის საქმეა, რომელიც ძალიან მიყვარს და მსიამოვნებს. ამიტომ კვირა დღესაც რამდნეიმე საათს მაინც სააგენტო კატრინს~ ვუთმობ… დამსაქმებლები 600-ლარიან ხელფასს ვერ გაცდნენ…
„დამსაქმებლები 600-ლარიან ხელფასს ვერ გაცდნენ“
ნინუსი ტურავა:
_ ფინანსური კუთხით თუ ვიმსჯელებთ, მგონია, რომ 3000 ლარზე ნაკლები შემოსავალი არავის არ უნდა ჰქონდეს. ეს თანხა რომ გამოიუმუშაო, დღესდღეობით, დაახლოებით, 3-4-გან მაინც უნდა იმუშაო, რადგან თითქმის ყველგან ძალიან დაბალი ანაზღაურებაა. მაგალითად, 1 წელია, რაც ჩემი დაქალი სამსახურს ეძებს _ მოძებნაში მეც ვეხმარები, მაგრამ გეფიცები, დამსაქმებლები 600-ლარიან ხელფასს ვერ გაცდნენ. თავდაპირველად, მეც ასეთ დღეში ვიყავი. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. ჩემი პროფესიით რომ მემუშავა, ფინანსური თავლსაზრისით, ცხოვრებას ვერ გავუმკლავდებოდი, ისეთი დაბალი ანაზღაურება იყო. შესაბამისად, მერე კი იცით, რომ სამუშაო სფერო შევიცვალე _ ამჟამად, ფიტნესის პერსონალური მწვრთნელი ვარ, მაგრამ ამაში დიდი რესურსის ჩადება გიწევს ადამიანს ანუ მთელ დღეს დარბაზში ვატარებ… ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ შრომა ისე მაინც ვერ გიფასდება, როგორც უნდა დაგიფასდეს. შაბათ-კვირას ვისვენებ, ოღონდ _ ამას თუ დასვენება~ ჰქვია, არ ვიცი, რადგან რასაც კვირის განმავლობაში ვერ ვაკეთებ, შაბათ-კვირისთვის ვგეგმავ. მოკლედ, ყოველდღე 7-9 საათი დარბაზში ყოფნა მიწევს, რომ ვიარსებო, ოჯახი ვარჩინო, გარკვეული პრობლემები მოვაგვარო… საკუთარი საქმის წამოწყებაზე ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ ვერ ვახორციელებ, რადგან ამას ბევრი რამე სჭირდება, პირველ რიგში _ ფინანსები, რაც ამ ეტაპზე რთულია… თან, სამსახურის მხრივ, რამე უკეთესი ვარიანტი ვერ ვნახე, დღესდღეობით… ალბათ, პირველ რიგში, ის საქმე უნდა გიყვარდეს, რასაც აკეთებ.ჵჰოდა, რადგან ჩემი სამუშაო სფერო მიყვარს, ამის იქით~ სხვას ვერაფერს ვხედავ, მთელ სულს და გულს ამაში ვდებ, მაგრამ ბევრი შრომა სჭირდება. ასევე, ჩემი სამუშაო სტაბილური არ არის _ სეზონურია: შეიძლება, 1 თვე ძალიან კარგი შემოსავალი გქონდეს, შემდეგ _ განახევრდეს, მერე კიდევ უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო და ა. შ. მაგალითად, ზაფხულში ხალხი ქალაქიდან გადის. ამიტომ, შემოსავლის თვალსაზრისით, ეს სეზონი სტაბილური არ არის. ზამთარი უფრო შემოსავლიანია. ასევე, გაზაფხულზეც ბევრი მოდის სავარჯიშოდ, რადგან აუზებისთვის ემზადებიან _ სურთ, მაგარ ტანზე იყვნენ… პირადად მე, კონკრეტულად 1 დარბაზში ვმუშაობ. სხვაგან ფიზიკურად ვერ ვიქნები _ მთელ დროს აქ ვატარებ, მაგრამ სხვაგან წასვლის უფლება კონტაქტითაც არ მაქვს… მგონია, რომ საქართველოში ნაკლებადაა შესაძლებელი, ადამიანმა ისე იმუშაოს, რომ საკუთარი თავისთვისაც დარჩეს დრო და ღირსეული შემოსავალიც ჰქონდეს. შვილის და დედაჩემის დატოვება და საზღვარგარეთ 1-2 წლით წასვლა რომ შემეძლოს, წავიდოდი, რადგან იქ რადიკალურად განსხვავებული სიტუციაა, თუნდაც _ ჩემს სამუშაო სფეროში. მოკლედ, ან აქ არსებულ სიტუაციას უნდა შეეგუო, ან _ საზღვარგარეთ წახვიდე, როგორც ჩემი ბევრი მეგობარი, ახლობელი მოიქცა. 600-ლარიანი ხელფასით ხომ ვერ იცხოვრებდნენ, არა? საქართველოდან ამიტომ წავიდნენ… საქართველოში, უკვე ლამის ყოველ ნაბიჯზე დარბაზს ხსნიან, კონკურენცია იზრდება… ვნახოთ, ჩემს სამუშაო სფეროში სიტუაცია როგორ წარიმართება. ამის მიხედვით გადავწყვეტ, საქართველოდან მეც წავიდე თუ დავრჩე. ჯერჯერობით, ასე თუ ისე, თავს ვართმევ, მაგრამ დიდი შრომის და გადაღლილობის ფასად მიჯდება…
„3 სამსახური მაქვს: ბიზნესი, ხანდახან გადაღებები და ასევე, ერთ-ერთ კომპანიაში პიარ-მენეჯერად ვმუშაობ“
ანანო სირბილაძე:
_ თეატრალური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, პირდაპირ თეატრში არ მოვხვერილვარ _ სტუდენტობისას მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე. შესაბამისად, იქიდან შემოსავალი ნაკლებად მქონდა, თუმცა როგორც ყველას, მეც მაქვს ინფორმაცია, რომ თეატრში მინიმალური ხელფასებია და უბრალოდ, გამორიცხულია, რომ მსახიობმა მხოლოდ თეატრის სიყვარულით და თეატრში მუშაობით ოჯახი კი არა, საკუთარი თავი მაინც არჩინოს. შეიძლება, მსახიობს შემოსავალი დაემატოს, თუ მონაწილეობას მიიღებს სარეკლამო გადაღებებში, სხვადასხვა პროექტში, ფილმებში, თუმცა ეს სტაბილურ ხელფასს არ გულისხმობს. მაგალითად, 1 რეკლამაში მიღებული თანხა შეიძლება, გარკვეული პერიოდი გეყოს, მაგრამ მერე, 3-4 თვე გადაღება საერთოდ აღარ გქონდეს. ასევე, არის შემთხვევები, როცა თვეში რამდენიმე გადაღებაა და ეს უკვე ნორმალურია. თუ ძალიან დაკავებული მსახიობი ხარ, შემოთავაზებები სისტემატურად გაქვს (რეკლამები, პროექტები, სერიალები), შესაძლოა, საკუთარი შემოსავალით თავი ირჩინო, მაგრამ ასეთ მსახიობებს ნაკლებად ვიცნობ, ვისაც ისეთი სტაბილური შემოსავალი აქვთ, რომ არ წუწუნებენ. კიდევ, არის სიტუაციები, როცა მსახიობი ტელეწამყვანი ხდება. ამ შემთხვევაში, შეიძლება, ითქვას, სტაბილური შემოსავალი აქვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა მსახიობს ჟურნალისტად მუშაობის ნიჭი აქვს _ ჟურნალისტობა საერთოდ სხვა პროფესიაა. ჩვენს ქვეყანაში რაღაცნაირად, ეს ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმულია: როცა ნიჭიერი მსახიობი ხარ, სადმე კარგად თამაშობ, შემდეგ აუცილელად გზა გახსნილი გაქვს ხოლმე ტელევიზიებში, სადაც კარგი, რეიტინგული სახეები სჭირდებათ (მაგალითად _ დილის გადაცემების ტელეწამყვანები სხვადასხვა არხზე). დღეს ტელეწამყვანად ბევრი ნიჭიერი მსახიობი მუშაობს, რაც მგონია, რომ ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის გამართლებულია _ სტაბილური შემოსავალი აქვთ. ჩემს პირად გამოცდილებას რაც შეეხება, ერთ-ერთ ტელევიზიაში ჟურნალსიტადაც მიმუშავია, მსახიობადაც (სერიალში ვმონაწილეობდი), სარეკლამო გადაღებებზეც… რა თქმა უნდა, ამას შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ სტაბილური იყო და მყოფნიდა ან ვინმეს ეყოფოდა. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესის სფეროში არანაირი განათლება არ მქონია, საკუთარი საქმე წამოვიწყე, რადგან მივხვდი, ჩემი პროფესიით ნაკლებად სტაბილურია შემოსავალი მექნებოდა. სამკერვალო გავხსენი, სადაც შეკვეთებს ახლაც ვიღებ. ამჟამად დაახლოებით, 3 სამსახური მაქვს: ბიზნესი, ხანდახან გადაღებები და ასევე, ერთ-ერთ კომპანიაში პიარ-მენეჯერად ვმუშაობ. უკვე შემიძლია, ვთქვა, რომ სტაბილური შემოსავალი მაქვს და თავის რჩენაც შემიძლია. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩემი ბიზნესით ან მხოლოდ გადაღებებში მონაწილეობით თუ პიარ-მენეჯერად მუშაობით სტაბილური შემოსავალი მექნებოდა. თუ რომელიმე მსახიობი იტყვის, _ ჩემი პროფესიით სტაბილური შემოსავალი მაქვსო, ღმერთმა ხელი მოუმართოს და კარგად ამყოფოს _ ამას მართლა გულწრფელად ვამბობ, მაგრამ ჩემს გარშემო რასაც ვუყურებ, მგონია, რომ ასე ნაკლებად არის, რა… საბოლოო ჯამში, ალბათ, 3 და მეტი სამსახური უნდა გქონდეს, რომ დღეს საკუთარი თავის რჩენა შეძლო (თუ ოჯახის რჩენა არ გიწევს)…

